30 მილიონი ტონი პულისს "ვესტ ბრომვიჩის" გადასარჩენად

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩის" ხელმძღვანელობა ტონი პულისს 30 მილიონ ფუნტს გამოუყოფს იმისთვის, რომ ახლად მოსულმა სპეციალისტმა იანვარში "ალბიონი" გააძლიეროს. პულისის მთავარი სამიზნეები "ტოტენჰემის" 27 წლის გარემარბი აარონ ლენონი და "სტოკის" 33 წლის ფორვარდი პიტერ კრაუჩი იქნებიან. ლენონის დამატება "ჰალსაც" სურს და "ვესტ ბრომს" ბრძოლა მოუწევს. კრაუჩის დარწმუნებას კი პულისი პირადად შეეცდება, ისინი ადრე ერთად მუშაობდნენ.

სამაგიეროდ, გუნდმა შესაძლოა, უკვე იანვარში დაკარგოს მთავარი მეგოლე საიდო ბერაჰინო. 21 წლის ფეხბურთელმა სეზონი დიდებულად დაიწყო და გოლი გოლზე გაჰქონდა, მაგრამ მერე გარკვეული პაუზა გამოუვიდა და ახალ
წელს ისევ დაიწყო გატანა, მან "ვესტ ჰემთან" საგარეო შეხვედრაში ქულა მოუტანა გუნდს და თასზე" "გეიტსჰედთან" მოგებული 7:0-ისას პოკერი შეასრულა.

ბერაჰინომ 11 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიქი და მოგვიანებით მეოთხე ბურთიც დაამატა, მაგრამ არც ერთი გოლი არ აღნიშნა... ბერაჰინო სწორედ "ვესტ ბრომვიჩის" აღზრდილია და "გეიტსჰედში" არასოდეს უთამაშია. ამიტომაც მისმა საქციელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბერაჰინო, უბრალოდ, განაწყენებული იყო იმით, რომ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს და ახალგაზრდა ასაკითა და სიამაყის მოჭარბებით გამოწვეული რეაქცია გახლდათ. მეორე მხრივ, შეიძლება ბერაჰინო წასვლასთან მართლაც ახლოსაა.

მას აქტიურად უკავშირებენ "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს". თანხაც სახელდებოდა, მერსისაიდელები 23 მილიონ ფუნტს ამზადებენო. ისე კი, თავად საიდომ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, მაგრამ ასევე ცოტა ბრაზიანი.

"მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და პროფესიონალურად ვიქცეოდი. არ არის იმის ახსნის აუცილებლობა და საჭიროება, თუ რატომ არ აღვნიშნავდი ჩემს გოლებს. მე ის უნდა ვაკეთო, რაც მევალება და როგორც "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა, გუნდს მაქსიმალური სარგებელი უნდა მოვუტანო. რთულია, მითქმა-მოთქმას თავი აარიდო, მაგრამ ვცდილობ, არაფერი აღარ წავიკითხო და ჩემს მომავალზე ჭორებს იგნორირება გავუკეთო" - ამბობს "ალბიონის" ფორვარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული