რეგლამენტის თანახმად, გუნდებს გადათამაშება ელით და ახლა ლუი ვან გაალის შეგირდები 1/8-ფინალის საგზურის მოპოვებას საკუთარ არენაზე, "ოლდ ტრეფორდზე" შეეცდებიან.
რაც წარუმატებლობაა ერთისთვის, უდიდესი მიღწევაა მეორისთვის - შეხვედრის შემდეგ სიხარულს ვერ მალავდა "კემბრიჯის" მწვრთნელი რიჩარდ მანი, რომელმაც თავის ფეხბურთელებს ალკოჰოლური სასმლის მიღების ნებაც კი დართო.
"ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭების გამო. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ თავი მაინც დავიცავით.
ახლა "ოლდ
ამ საღამოს კემბრიჯის ერთერთ სასტუმროში ბანკეტი გვექნება, სადაც მოთამაშეები ოჯახებით შეიკრიბებიან და იქ ცოტა დალევის უფლებაც ექნებათ", - თქვა მწვრთნელმა.