ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" სენსაციურ ფრეს "კემბრიჯი" ქეიფით აღნიშნავს

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "კემბრიჯ იუნაიტედს" ვერ მოუგო (0:0), რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში თამაშობს.

რეგლამენტის თანახმად, გუნდებს გადათამაშება ელით და ახლა ლუი ვან გაალის შეგირდები 1/8-ფინალის საგზურის მოპოვებას საკუთარ არენაზე, "ოლდ ტრეფორდზე" შეეცდებიან.

რაც წარუმატებლობაა ერთისთვის, უდიდესი მიღწევაა მეორისთვის - შეხვედრის შემდეგ სიხარულს ვერ მალავდა "კემბრიჯის" მწვრთნელი რიჩარდ მანი, რომელმაც თავის ფეხბურთელებს ალკოჰოლური სასმლის მიღების ნებაც კი დართო.

Sportall.Ge"ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭების გამო. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ თავი მაინც დავიცავით.

ახლა "ოლდ
ტრეფორდზე" მოგვიწევს მატჩის ჩატარება, რაც გარდა იმისა, რომ კლუბისთვის ფინანსური კუთხით არის მომგებიანი, დიდი ბედნიერებაცაა. ჩემმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.

ამ საღამოს კემბრიჯის ერთერთ სასტუმროში ბანკეტი გვექნება, სადაც მოთამაშეები ოჯახებით შეიკრიბებიან და იქ ცოტა დალევის უფლებაც ექნებათ", - თქვა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული