ბოიან კრკიჩის უიღბლობას დასასრული არ უჩანს

AutoSharing Option
ბოიან კრკიჩის ფატალური უიღბლობა გრძელდება.

ესპანელი, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან ბევრი მოასწრო, სერიოზულად დაშავდა.

24 წლის შემტევმა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და ბოლოს და ბოლოს, სტაბილურად ათამაშდა, ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

მან ეს ტრავმა ასოციაციის თასზე, "როჩდეილთან" შეხვედრაში მიიღო და მარკ ჰიუზს იქ მოგებული 4:1 ამ ამბით ჩაშხამდა.

"ძალიან დასანანია კლუბისთვის და, პირველ რიგში, თავად ბოიანისთვის. მან პრემიერლიგაში თავისი თამაში იპოვა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა" - სინანულით აღნიშნა ჰიუზმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული