* თავისი ყოფილი გუნდის, "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს რომელუ ლუკაკუ.
25-ე ტურში ორი განსაკუთრებით კარგი მატჩია - "ლივერპული"-"ტოტენჰემი" და "ჩელსი"-"ევერტონი". პირველ რიგში, მაინც "ენფილდზე" გასამართ მატჩზე გავაკეთოთ აქცენტი. ორივე გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და გასულ უიქენდზე ორივეს დერბი ჰქონდა.
"ლივერპული" "ევერტონთან" ფრეს დასჯერდა, ხოლო "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის წყვილი გოლით "არსენალს" მოუგო და გადაასწრო კიდეც.
ბრენდან როჯერსისა და მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკური დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს - ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით "აღჭურვილი" თავადაც ახალგაზრდა სპეციალისტები ამ
მერსისაიდელებს კარგად ესმით, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსის დატოვება სურთ, ეს თამაში არ უნდა წააგონ. მეტიც, უნდა მოიგონ. "დეზებისთვის" კი, ალბათ, ფრეც არ იქნება ურიგო, მაგრამ პოჩეტინო ამბიციური კაცია და კიდევ ერთი პრესტიჟული გამარჯვების გაფორმებაზეც იფიქრებს.
ორივე კლუბის შემადგენლობას საბრძოლო ეთქმის, წამყვანი ფეხბურთელები მწყობრში არიან. საინტერესოა, დააყენებს თუ არა როჯერსი დანიელ სტარიჯს ძირითად შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" ლონდონელებისთვის ზედიზედ 4 მატჩი აქვს მოგებული და ამ მატჩებში მეტოქეს 15 გოლი გაუტანა, თავად კი მხოლოდ 2 მიიღო.
"ევერტონი" იდეალური ფორმისგან ძალიან შორსაა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩამოსაწერი გუნდი არ გახლავთ და შეეცდება, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" გაამწაროს. მერსისაიდელთა მთავარი იმედი ისედაც რომელუ ლუკაკუა და მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი მოტივაცია ექნება. ჟოზე მოურინიოს კი ეიმედება, რომ სესკ ფაბრეგასი ამ შეხვედრისთვის მაინც მოასწრებს მომჯობინებას.
პორტუგალიელმა, წესით, მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს ხუან კუადრადოს, ხოლო დიეგო კოშტა დისკვალიფიკაციის გამო მესამე მატჩს გამოტოვებს და შემდეგზე უკვე თამაში შეეძლება.
"არსენალს", რომელმაც "ტოტენჰემთან" პრინციპული მატჩი წააგო, ახლა აუცილებლად მოგება ევალება; თანაც მეტოქედ ბოლოადგილოსანი "ლესტერი" ჰყავს, მაგრამ ქულები "მელიებსაც" ძალიან სჭირდებათ.
"მეთოფეებს" იმედი აქვთ, რომ ალექსის სანჩესი დაბრუნდება. ფაქტია, თუ არსენ ვენგერმა ამ შეხვედრაშიც დაკარგა ქულები, თავს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაიგდებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გაირთულებს. ხოლო "ლესტერი" უსაფრთხო ზონას ისედაც უკვე 4 ქულით ჩამორჩება და თუ წააგებს...
"სიტის", რომელმაც ასევე დაკარგა ქულები აუტსაიდერ "ჰალთან" და 7 ქულით ჩამორჩა "ჩელსის", ახლა ძალიან კარგ ფორმაში მყოფ "სტოკთან" უწევს ჭიდილი, რომელთანაც პირველ წრეში საკუთარ კედლებში წააგო და ახლა შურისძიებაც სწყურია, მაგრამ ადვილი თამაში არ ელოდება. "ქალაქელებს" 4 ტურია, არ მოუგიათ, მარკ ჰიუზის ბიჭებს კი ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ.
ძალიან კარგი მატჩი გველოდება "სენტ მერიზე", სადაც "საუთჰემპტონთან" სათამაშოდ სემ ალარდაისის "ვესტ ჰემი" ჩადის. "ჩაქუჩები" წინა ტურში ბოლო წამებამდე უგებდნენ "მანჩესტერს" და არ გაუმართლათ, დეილი ბლინდისგან გაუშვეს, ხოლო "წმინდანებამ" სწორედ ბოლო წამებზე სადიო მანეს მიერ გატანილით აჯობეს ქპრ-ს. მათი ურთიერთშეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს. რონალდ კუმანის კლუბმა მესამე პოზიცია დაიბრუნა და მისი დათმობა არ უნდა.
საინტერესოა, წააგებს თუ არა დროებითი მწვრთნელების ხელში "ქუინზ პარკი" მე-12 საგარეო თამაშსაც, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "სანდერლენდთან".
"მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" გადაყლაპვას შეეცდება. ლუი ვან გაალს კრიტიკოსები ისევ მოუმრავლდნენ და ჰოლანდიელმა უცილობლად უნდა იმარჯვოს. მას რაიმე ტაქტიკური სიახლე და ექსპერიმენტიც უკვე მოფიქრებული ექნება.
"ექვსქულიანი მატჩია" "ჰალსა" და "ასტონ ვილას" შორის. ბირმინგემელების წარუმატებელი სერია გრძელდება და ისინი გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან, ხოლო "ვეფხვები" სულაც გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და "სიტისთან" კინაღამ მოგებით შეგულიანებულნი ბოლომდე დაიხარჯებიან. "ვილამ", მარცხის მიუხედავად, "ჩელსისთან" ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა და უგოლო სერიაც შეწყვიტა.
ათეულში დამკვიდრებული "სუონსის" თავისი ტაქტიკური ხლართების გაბმაში შეეცდება ტონი პულისი. "ვესტ ბრომვიჩს" მოგება სჭირდება, რათა დამშვიდდეს და შედარებით მოსწყდეს სახიფათო ზონას.
ტურის კიდევ ერთი მთავარი ინტრიგა ალან პარდიუს შეხვედრაა თავის ყოფილ გუნდთან - მისი "არწივები" "კაჭკაჭებს" დახვდებიან. "ნიუკასლს" პარდიუს ექს-ასისტენტი ჯონ კარვერი თავკაცობს და ვნახოთ, ვისი აჯობებს.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური
სამშაბათი. 10 თებერვალი
არსენალი-ლესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანჩესი (?), დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უილშირი, არტეტა, დებუში - მური, ვუდი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +44 =31 -18 (187-124)
ჰალი-ასტონ ვილა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიამე, ჩესტერი, როსენიორი, სნოდგრასი - კოზაკი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +0 =1 -6 (2-12)
სანდერლენდი-ქპრ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსი, კატერმოლი, ბაკლი, ვიქჰემი, როდუელი - ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5 =3 -7 (16-19)
ლივერპული-ტოტენჰემი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლალანა, ჯოუნსი, ფლენეგანი -
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +67 =35 -41 (211-162)
ოთხშაბათი.11 თებერვალი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბარნლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კერიკი - უორდი, ტეილორი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: 33 =15 -31 (130-126)
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: ბერტრანი -
ტრავმა: ლონგი, ჯეი როდრიგესი, გალაჰერი, მაიუკა - კოლინსი, პოიეტი, დემელი, ჰენრი, რიდი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +21 =18 -20 (82-79)
ჩელსი-ევერტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: დიეგო კოშტა -
ტრავმა: ფაბრეგასი (?), ფილიპე ლუიში - პიენაარი, ოსმანი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +55 =47 -49 (235-227)
სტოკი-მანჩესტერ სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუკროსი, დიონატანი, პიტერსი, ბოიანი, ოდემვინგი -
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +1 =4 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +27 =22 -30 (90-97)
კრ. პალასი-ნიუკასლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილიამსი, თომასი, შამახი - ელიოტი, აარონსი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5 =3 -9 (15-25)
ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 00:00
დისკვალიფიკაცია: - სიგურდსონი
ტრავმა: მულუმბუ, მაიჰილი, ოლსონი - რუტლეჯი, ემნესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =1 -7 (15-24)
ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"