სტივენ ჯერარდს გამოკვლევა სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულს" "ტოტენჰემთან" მოგებული პრინციპული დუელი ძვირად უჯდება.

იმ შეხვედრაში ლუკას ლეივა დაშავდა და ახლა ირკვევა, რომ გამოკვლევები სჭირდება სტივენ ჯერარდსაც, რომელმაც დიდი შანსია, ასევე გამოტოვოს შაბათის სათასო შეხვედრა "კრისტალ პალასთან".

ამ ყველაფერს ემატება რაჰიმ სტერლინგის დაშავებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მერსისაიდელთა ბანაკში უფრო ოპტიმისტური განწყობაა - სტერლინგმა, წესით, თამაში უნდა შეძლოს, მას მერე, რაც "დეზებთან" დაისვენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული