22:15 15-02-2015
ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი: "ლივერპულმა" აშკარად მოუმატა
AutoSharing Option
შაბათს გამართული ოთხი დაპირისპირების შემდეგ მეოთხედფინალში ორი პრემიერლიგური და ორი ქვედა დივიზიონის გუნდი გავიდა.
ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, ლონდონური მატჩი იწვევვდა - ალან პარდიუს "კრისტალ პალასი" ბრენდან როჯერსის "ლივერპულს" მასპინძლობდა. "პალასმა" ტაიმი ფრეიზერ კემპბელის გოლით მოიგო, მაგრამ მეორეში დანიელ სტარიჯმა და ადამ ლალანამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს - 1:2.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ეს მართლაც ძალიან კარგი მოგება იყო ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ვფიქრობ, გამარჯვება ჩვენ უფრო დავიმსახურეთ. ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს მოედანზე. ბოლოს ამ სტადიონზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ თვეები გავიდა და ჩვენ უკეთესები გავხდით".
ორი პრემიერლიგური გუნდის დუელში "ვესტ ბრომვიჩმა" "ვესტ ჰემი" 4:0 გაანადგურა. იდეი ბრაუნმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯეიმს მორისონმა და საიდო ბერაჰინომ გაიტანეს. "ბლექბერნმა" პრემიერლიგის "სტოკ სიტი" გამოთიშა გათამაშებიდან - 4:1. ხოლო "რედინგმა" სტუმრად სძლია "დერბის" - 2:1.
კვირას მეოთხედფინალის საგზური პირველმა უმწვრთნელო "ასტონ ვილამ" მოიპოვა, რომელმაც შინ 2:1 დაამარცხა "ლესტერი". ბაკუნას და სინკლერის გოლებს მხოლოდ კრამარიჩმა უპასუხა. ტიმ შერვუდმა ტრიბუნიდან უყურო თავისი მომავალი გუნდის თამაშს.
"ბრედფორდმა" გათამაშებიდან პრემიერლიგის "სანდერლენდი" გამოთიშა. ოლივიე ჟირუმ პირველი ტაიმის ორ-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და "არსენალი" "მიდლსბროსთან" დააწინაურა. მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარ გასულა, "მეთოფეები" მეოთხედფინალში გავიდნენ - 2:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული