სტევან იოვეტიჩი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა

AutoSharing Option
ის, რომ სტევან იოვეტიჩს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენა ეწყინებოდა, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ 26 წლის შემტევი ამაზე საჯაროდ ისაუბრებდა, უცნობი გახლდათ. მან თავი ვეღარ შეიკავა და გულდაწყვეტა გაგვიზიარა.

როგორც იცით, ჩილელს უილფრიდ ბონი ვინმეს ნაცვლად უნდა ჩაესვა და ლეგიონერ კანდიდატებს შორის მან იოვეტიჩის გაწირვა გადაწყვიტა.

"ჩემპიონთა ლიგაში თამაში დავიმსახურე. მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილებით მომკლა. ვფიქრობ, განაცხადში ადგილი მეკუთვნოდა, სხვებიც ამას მეუბნებიან.

ახლაც ძალიან გულგატეხილი ვარ. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ადგილს
ვიმსახურებდი, მაგრამ მწვრთნელმა არ მომისმინა და თავისებურად გადაწყვიტა. მე "მანჩესტერ სიტიში" ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ გადმოვედი" - სინანულით აღნიშნა გაბრაზებულმა იოვეტიჩმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული