ხუან მატა "ბარსელონას" თამაშით მოიხიბლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ლეგიონერი ხუან მატა "ბარსელონას" თამაშით აღფრთოვანებულია და მიიჩნევს, რომ კატალონიელები ყველა ტურნირზე ფავორიტები არიან. მატა განსაკუთრებით "ლევანტესთან" 5:0-ის მერეა აღფრთოვანებული.

"მატჩს თვალყური მივადევნე და "ბარსელონა" თამაშისგან სიამოვნებას იღებდა. გუნდმა შეტევაში ისევ საუცხოო სიმძლავრე აჩვენა. ლიონელ მესი, როგორც ჩანს, საუკეთესო ფორმაში შევიდა და თუ სხვა ფეხბურთელებსაც გადავხედავთ, გავიაზრებთ, რომ "ბარსა" ყველა ტურნირის მოგების პრეტენდენტია" - თქვა მატამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული