ჯონ ტერის ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
ჯონ ტერის ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა და არა რამდენიმეწლიან შეთანხმებასა და დამატებით ჯამაგირს ითხოვს, არამედ მზად არის, უბრალოდ, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს. მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, 34 წლის კაპიტანს ეს, წესით, სახვეწარი არ უნდა ჰქონდეს.

"კლუბმა იცის ჩემი პოზიცია. მე დარჩენა მინდა და იმედია, ასეც იქნება. ვფიქრობ, ჩემი თამაში აჩვენებს, რომ მაღალ დონეზე გაგრძელება კიდევ მინიმუმ ერთი წლით შემიძლია და დანარჩენს მომავალი გამოაჩენს, წლიდან-წლამდე რეჟიმში ვიმუშავებთ" - თქვა ტერიმ.

შეგახსენებთ, რომ იგი უკვე 16 წელია, "ლურჯებშია" და 656 მატჩი გამართა
"ჩელსის" მაისურით. ტერის დებიუტი 1998 წლის ოქტომბერში შედგა, ხოლო 2004/05 წლების სეზონის დასაწყისში მან მარსელ დესაი ჩაანაცვლა კაპიტნის პოსტზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული