"არსენალის" ფორვარდი სულაც არ არის გაკვირვებული იმ ფაქტით, რომ მისი კოლეგები სიგარეტს ეწევიან.
"თითოეულ გუნდში არის 4 თუ 5 ფეხბურთელი, რომელიც ეწევა. ეს გასაკვირი არაა. რაგბიშიც ეწევიან და ეს არავის უკვირს", - თქვა ჟირუმ.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი შხაპის მიღების დროს მოწევის გამო დააჯარიმეს, ხოლო უილშირი სიგარეტით რამდენჯერმე დააფიქსირეს.