ოლივიე ჟირუ: თითოეულ გუნდში არის 4 თუ 5 ფეხბურთელი, რომელიც ეწევა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფრანგმა ფეხბურთელმა ოლივიე ჟირუმ თანაგუნდელ ჯეკ უილშირისა და ვოიცეხ შჩესნის მიერ მოწევის გამო დასჯაზე კომენტარი გააკეთა.

"არსენალის" ფორვარდი სულაც არ არის გაკვირვებული იმ ფაქტით, რომ მისი კოლეგები სიგარეტს ეწევიან.

"თითოეულ გუნდში არის 4 თუ 5 ფეხბურთელი, რომელიც ეწევა. ეს გასაკვირი არაა. რაგბიშიც ეწევიან და ეს არავის უკვირს", - თქვა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი შხაპის მიღების დროს მოწევის გამო დააჯარიმეს, ხოლო უილშირი სიგარეტით რამდენჯერმე დააფიქსირეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული