"გარანტიას გაძლევთ, რომ
ჯონ ტერი მომავალ სეზონშიც ლონდონის "ჩელსიში" ითამაშებს. ყველა დიდი მოთამაშის შეცვლა ძალიან რთულია, მაგრამ ამაზე ფიქრი აუცილებელი გახლავთ. ზოგჯერ გამოსავალი აქვე მოსახვევშია, ზოგჯერ არა. თუმცა ტერის შემთხვევაში ჩვენ დიდი დრო გვაქვს ფიქრისთვის" - ასე დაამშვიდა ჟოზე მოურინიომ "ლურჯების" ფანები.
ამით, ალბათ, "ჩელსის" კაპიტნის გარშემო ატეხილ აურზაურს წერტილი დაესვა და როგორც ჩანს, 34 წლის მცველთან ახალი კონტრაქტი აუცილებლად გაფორმდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"