12:16 06-03-2015
ლონდონის "ჩელსის" ფანტაზარი
AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს სემ ალარდაისთან თავისი ანგარიშებიც ჰქონდა და პორტუგალიელმა მოგებით ძალიან გაიხარა, მას "ვესტ ჰემთან" 8 პრემიერლიგური მატჩიდან არც ერთი არ წაუგია. ხოლო დიდი სემი გამოუყენებელ მომენტებსა და ტიბო კურტუას საუცხოო თამაშს მისტიროდა.
ჟოზე მოურინიო: "მათ თავისი სტილი საუკეთესოდ აქვთ შემუშავებული, დაცვაში დგანან და გრძელი გადაცემებით ცდილობენ ფონს გასვლას, რაც კარგად გამოსდით ხოლმე. მსაჯს ვუთხარი, რომ ეს რთული მატჩი იქნებოდა, რადგან "ვესტ ჰემი" აგრესიულად თამაშობს და მუდამ აწვდის მეტოქის საჯარიმოში. არბიტრებისთვის რთულია ასეთ დროს.
ედენ აზარი ფანტასტიკურია. მას მეტოქეები ძალიან ხისტად ეთამაშებიან ხოლმე და ბევრი ხვდება. ეს სამწუხაროა, მაგრამ საბედნიეროდ, ტრავმა არ მიუღია. ეს ბიჭი ბრწყინვალეა, უტევს, იტანს და თავს იცავს. ჩემი ფეხბურთელები მინდორზე ძმებივით იქცეოდნენ და ეს უმნიშვნელოვანესია, თუ მსოფლიოს ურთულესი ჩემპიონატის მოგება გინდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული