![](https://sportall.ge/pictures/image31/f17ed719e6c44f08793199d3583d5f75.jpg)
Marca-ს ცნობით, 35 წლის ესპანელმა ჰავბეკმა, რომელიც კატალონიური გრანდის დატოვებას დამდეგ ზაფხულს გეგმავს, ერთერთი ყატარული კლუბიდან მომხიბვლელი წინადადება მიიღო. წყაროს ცნობით, კლუბი, რომელიც ჯერ არ სახელდება, ჩავის სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელშიც ხელფასად 18 მლნ ევროა გათვალისწინებული.
მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩავის გადაბირებით "ნიუ იორკ სიტია" დაინტერესებული.