ინგლისში მწვრთნელმა გოლი გაიტანა და პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გრეის ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ბენტლიმ საკუთარი გუნდის წევრებს აჩვენა, თუ როგორ უნდა ითამაშო ნამდვილი ფეხბურთი.

"გრეის ატლეტიკი" სიძლიერით ინგლისის ჩემპიონატის მე-14 დივიზიონში ასპარეზობს. "ჰემპტონისა და რიჩმონდ ბოროსთან" მატჩში "გრეის ატლეტიკი" ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა, როცა მოედანზე თავად მწვრთნელი გავიდა.

37 წლის მარკ ბენტლიმ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარში გაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო როცა გუნდის მთავარმა მეკარემ ტრავმა მიიღო, კარში ჩადგა და პენალტი აიღო.

მწვრთნელის თავდადების შემხედვარე "გრეის ატლეტიკის" ფეხბურთელებმა მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 3:2 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული