ვინ იქნება "ენფილდის" მეფე, ტურეს აზრით

AutoSharing Option
ზაფხულში გლენ ჯონსონი თავისუფალი აგენტი ხდება და 90%-ით გადაწყვეტილია, რომ "ლივერპული" მას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.

30 წლის მცველი ინგლისის ფარგლების დატოვებას აპირებს და რომელიმე სხვა ქვეყანაში სურს კარიერის გაგრძელება. სამაგიეროდ, "ენფილდის" ბინადრები ფიქრობენ ჯო ალენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. 24 წლის უელსელთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ამასობაში, ენფილდელთა ყოფილი მეკარე ბრიუს გრობელაარი, რომელიც საკუთარ აზრებს ყოველთვის სიამოვნებით გვიზიარებს მერსისაიდელების შესახებ, ამბობს, რომ გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ჯორდან ჰენდერსონის შესანარჩუნებლად. მოგეხსენებათ, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ფინანსური კუთხით აზრთა ან ციფრთა სხვაობის
გამო.

"ლივერპულის" მცველი კოლო ტურე კი ემრე ჯანის თამაშითა და პროგრესით აღფრთოვანებულია და ამბობს: ჯანს შეუძლია, "ენფილდის მეფე" გახდესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული