თებერვლის სამ მატჩში კეინმა 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ: ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), დამე ნ'დოიე (ჰალი), მესუთ იოზილი (არსენალი), ჯონჯო შელვი (სუონსი) და ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი).
21 წლის კეინი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა.
პრემიერლიგის ისტორიაში მსგავსი მიღწევა მხოლოდ ლონდონის "არსენალის" ფორვარდს, დენი ბერკამპსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს აქვთ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით