ლონდონის "არსენალს" ჩემპიონობის იმედი გაუჩნდა?

AutoSharing Option
"არსენალი" პრემიერლიგაში ისევ შეუჩერებელია, არსენ ვენგერის გუნდმა თასზეც სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს". აი, ერთი "მონაკოსთან" მარცხია საერთო სურათიდან ამოვარდნილი.

"მეთოფეებმა" ჩემპიონატში ამჯერად "ვესტ ჰემ იუნაიტედი" იმსხვერპლეს (3:0) და მეორეადგილოსან "სიტისთან" სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს. ვინ იცის, "არსენალის" ფანებს გულის სიღრმეში ჩემპიონობის იმედიც გაუჩნდათ.

"ეს ძალიან შთამბეჭდავი და საჭირო გამარჯვება იყო. კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ, რაც თავდაჯერებას გვმატებს" - ამბობდა თამაშის მერე გაბადრული არსენ ვენგერი.

ფრანგი სპეციალისტი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, "მონაკოსთან" 1:3-ის მობრუნების შანსი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ
ეს გამოგვივიდესო. ლონდონელები "ლუი მეორეს" დღეს სტუმრობენ.

"ემირატებზე" გამართული მატჩი იმითაც გამოირჩა, რომ მთავარმა არბიტრმა კრის ფოიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. ფოიმ მინდორი ღიმილით დატოვა და იგი ენტონი ტეილორმა ჩაანაცვლა.

არ ეცინებოდა სემ ალარდაისს, რომლის "ჩაქუჩებსაც" რთული პერიოდი აქვთ. "დიდი სემი" უხასიათოდ იყო. მატჩის მერე ჟურნალისტებთან მისმა ასისტენტმა ნილ მაკდონალდმა ისაუბრა და აღიარა, რომ "ვესტ ჰემს" მეტოქემ აჯობა და მატჩის შედეგი სამართლიანი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული