საქმე ის არის, რომ დაშავდა ფრეიზერ ფორსტერი. იგი ინგლისის ნაკრებსაც დააკლდება და თითქოს პრობლემა იყო "წმინდანებისთვისაც", მაგრამ შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
"კელვინ დევისი ძალიან გამოცდილი მეკარეა. ის უაღრესად თავდაჯერებულად და კომფორტულად გამოიყურებოდა, რამდენიმე კარგი "სეივიც" შემოგვთავაზა, განსაკუთრებით კი, დენი ინგსის დ
არადა, ასე დამაჯერებლად თამაში ადვილი არ გახლდათ, რადგან ხანგრძლივი პაუზის მერე გავიდა მინდორზე, მაგრამ საერთოდ არ ნერვიულობდა, გამოცდილება გამოადგა და ეს მნიშვნელოვანი გახლდათ მცველებისთვისაც, მშვიდი და ორგანიზებული თამაშისთვის" - განაცხადა კუმანმა.
"ბარნლის" თავკაცი შონ დაიჩი: "4 კარგი შანსი გვქონდა, 3 აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეკარის კარგი "სეივები" აღსანიშნავია, მაგრამ ეს არ გამკვირვებია, დიდი ხნის წინ კელვინთან ერთად ნათამაშები მაქვს და ის იმ კალიბრის გოლკიპერია, რომლისგანაც ასე თამაშს უნდა ელოდო. დასანანი შედეგია, მაგრამ ახლა მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ".
მომავალი მატჩები კი "ბარნლის" "ტოტენჰემთან" და "არსენალთან" აქვს "ტარფ მურზე" და რთული იქნება, მაგრამ ეგებ რამეს მაინც გამორჩეს. თან ეს გუნდი ძლიერებთან რომ უკეთ თამაშობს, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ.
"საუთჰემპტონის" ამბიციებისა და შანსების ამბავი კი, ალბათ, აპრილში გაირკვევა. "სენტ მერის" ბინადრები "ევერტონს" ეწვევიან, მერე "ჰალს" დაუხვდებიან, ამას "ბრიტანიაზე" "სტოკთან" სტუმრობა მოჰყვება და თვის ბოლოს საშინაო დუელი უშუალო კონკურენტ "ტოტენჰემთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"