მარტინ შკრტელი და კლოუნები

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ლივერპულის" სლოვაკი მცველი მარტინ შკრტელი დაისაჯოს. მიზეზი პრემიერლიგის 30-ე ტურში მომხდარი ინციდენტია.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ის მეტისმეტად აგრესიულად მოექცა "იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეას: ჯერ ფეხი დაადგა მას და მერე ესპანელზე გაიწია კიდევაც.

შკრტელი სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. ის გამოტოვებს "არსენალთან", "ბლექბერნთან" და "ნიუკასლთან" დაპირისპირებებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სლოვაკს შესაძლოა, დისკვალიფიკაცია დაუმძიმდეს. მიზეზი მისი საქციელია, დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. მან
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კლოუნების ფოტო და ამით მიანიშნა, რომ ფეხბურთის ასოციაციაში კლოუნები სხედან.

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშში წითელი ბარათი მიიღო "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც ასევე სამი მატჩით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ეს დისკვალიფიკაცია არ შეეხება კვირას "ენფილდზე" გასამართავ საქველმოქმედო შეხვედრას, რომელშიც ჯერარდი "ლივერპულს" დაემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ ეს კლუბის ლეგენდის ბოლო სეზონია "წითლების" რიგებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული