გარდა ამისა, უოლკოტი კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, ხოლო მოქმედ შეთანხმებას ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის. ამბობენ, რომ უოლკოტი გუნდს გარკვეულ ულტიმატუმებს უყენებს და მხარეები ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო. სათქმელია, რომ წინა კონტრაქტი თეომ კლუბთან 2013 წლის იანვარში გააფორმა, მაშინ, როდესაც მოქმედ შეთანხმებას ვადა სულ რაღაც 6 თვეში გასდიოდა და
"კონტრაქტთან და მწვრთნელთან დაკავშირებული ცნობები ნონსენსია. ჯერ არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და ახლა იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ "არსენალს" მაქსიმალურად დავეხმარო, სხვაზე არაფერზე ვფიქრობ" - თქვა უოლკოტმა.
ამ სეზონში მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ უოლკოტი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო დაახლობით 10 თვე უქმად იყო და ჯერჯერობით ფორმაში ვერ შევიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"