მილანის "ინტერს" სტევან იოვეტიჩის გადაბირება სურს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სტევან იოვეტიჩის გადაბირებას შეეცდებიან.

25 წლის ჩერნოგორიელი თავდამსხმელი "მანჩესტერ სიტიში" ირიცხება, სახელი კი "ფიორენტინაში" შესანიშნავი ასპარეზობით გაითქვა. სტევანმა ინგლისურ გუნდში ვერ წარმოაჩინა თავი და არც თვითონაა წინააღმდეგი, რომ იტალიაში დაბრუნდეს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანური გრანდის მესვეურები უკვე შეხვდნენ როგორც მანჩესტერელ კოლეგებს, ისე თავად ფეხბურთელს და მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. ლომბარდიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ და მზად არიან, ერთი სეზონის თავზე ფეხბურთელის სანაცვლოდ 18-20 მილიონი ევრო გადაიხადონ, ინგლისელებს კი თანხის აღება
ამ ზაფხულსვე სურთ. "ინტერი" იოვეტიჩს 4-წლიან კონტრაქტს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული