"ნიუკასლის" ფანები კლუბის მფლობელის წასვლას ითხოვენ

AutoSharing Option
"ნიუკასლის" ფანებმა ახალი საპროტესტო ტალღა ააგორეს. ამჯერად ისინი მფლობელის, მაიკ ეშლის წასვლას ითხოვენ.

ამის მიზეზი ის არის, რომ მათი აზრით, ეშლის კლუბისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ აქვს და მის ხელში "კაჭკაჭები" სერიოზულს ვერაფერს მიაღწევენ. ჯორდთა ქომაგებისთვის ბოლო წვეთი "სანდერლენდთან" მორიგი წაგება იყო. "ნიუკასლმა" ზედიზედ მეხუთედ დათმო ტაინ უირის დერბი და ამ კლუბის გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა.

ჯონ კარვერი კი თავის შეგირდებს აფრთხილებს, გონზე უნდა მოვიდეთ და ცოცხლად ავთამაშდეთ, თორემ შესაძლოა გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოვჩნდეთ ჩართულებიო. კარვერი საკუთარ მომავალზეც ნერვიულობს, რადგამ პოსტის შენარჩუნების
არც ისე დიდი შანსი აქვს და თუ დარჩენილ მატჩებში გუნდმა კარგი თამაში ვერ აჩვენა, მისი შანსი ნულის ტოლი გახდება.

"კაჭკაჭების" ფანები ტიმ კრულზეც ძალიან გაბრაზებულები რჩებიან და მას აკრიტიკებენ. საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელმა ალალად მიულოცა ჯერმინ დეფოს ულამაზესი გოლი და ეს სოციალური ქსელის მეშვეობითაც გააკეთა, რაც გულშემატკივრებს ძალიან არ მოეწონათ. ჰოლანდიელმა უკვე გააკეთა განმარტება, ამაში განსაკუთრებული არაფერია და არავისზე ნაკლებად არ მწყენია ჩვენი მარცხიო, მაგრამ გაგულისებული ფანები არ ცხრებიან.

ჯორდების 22 წლის სლოვენიელ თავდამსხმელს, ჰარის ვუჩკიჩს კი, რომელიც "რეინჯერსშია" განათხოვრებული, გლაზგოში მოეწონა და სურს, რომ სრულფასოვნად გადაბარგდეს "აიბროქსზე", რადგან "სენტ ჯეიმს პარკზე" თავის მომავალსა და ადგილს ვერ ხედავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული