The Telegraph: "სიტი" ზაფხულში 6 ფეხბურთელს გაყიდის

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა იაია ტურეს, სამირ ნასრის, ედინ ჯეკოს, ალექსანდრ კოლაროვის, გაელ კლიშესა და სტევან იოვეტიჩის თამაშით უკმაყოფილოა.

ყველა ამ ფეხბურთელზე მოთხოვნაა, ამიტომ ზაფხულში შესაძლოა "ქალაქელებში" დიდი "წმენდა" მოხდეს.

წყაროს ცნობით, კლუბის მიზნები იგივე რჩება. ტრანსფერებიდან შემოსული თანხით "სიტი" კევინ დე ბრუინს, პოლ პოგბას, რახიმ სტერლინგსა და როს ბარკლის შეძენას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "სიტი" მეოთხე ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული