ჟოზე მოურინიო: კლოპმა თვითონ მითხრა, რომ "ჩელსიში" არ მოვა და მშვიდად ვარ

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ პირადად ესაუბრა დორტმუნდის "ბორუსიის" ამჟამინდელ თავკაც იურგენ კლოპს და შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი სამუშაოდ ლონდონურ კლუბში მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კლოპი "ბორუსიას" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და მის მომავალ გუნდთან დაკავშირებით ჭორები უკვე დაირხა.

"კლოპი? ერთადერთი, რაც მე დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ის ლონდონის "ჩელსიში" არ მოვა. ამის შესახებ მან პირადად მითხრა. ასე რომ, შემიძლია მშვიდად ვიყო", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს The Idependent-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული