დიეგო კოშტას ელიან, დიეგო კოშტა ხუმრობს

AutoSharing Option
"ჩელსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო ესპანელი დიეგო კოშტას მომჯობინებას ელოდება.

არის შანსი, რომ ფორვარდმა შემდეგ ტურში "არსენალთან" თამაში შეძლოს. "ჩელსი" ისედაც ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან და თუ "მეთოფეებთანაც" არ წააგო (მოურინიო არსენ ვენგერთან არასოდეს დამარცხებულა), უკვე შეგვეძლება "ლურჯებისთვის" პირველობის მილოცვა.

თავად კოშტას კი ჰარი კეინი და სერხიო აგუერო გაექცნენ ბომბარდირთა დავაში თითო გოლით წინ და მინდორზე მალე დაბრუნება ამიტომაც უნდა, რომ ბომბარდირობისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

იქამდე მადრიდის "ატლეტიკოს" ექსთავდამსხმელი ტრიბუნიდან ადევნებს ხოლმე მატჩებს თვალყურს და "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის დროსაც "სტემფორდ ბრიჯზე" იმყოფებოდა, თანაც
ძალიან კარგ ხასიათზე გახლდათ და "ჩელსის" ერთ-ერთ ფიზიოთერაპევტთან, მანოელ რიბეირუსთან გახუმრებაც მოასწრო, რასაც ფოტოზეც დაინახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული