11:58 22-04-2015
დანაშაული და სასჯელი: ვენგერზე თავდამსხმელი დასაჯეს [VIDEO]
AutoSharing Option
ეს ადამიანი 26 წლის ლუკ ბრაიანტი გამოდგა, რომელმაც მაშინ ფრანგს რაღაცები მიაძახა, სანამ სტიუარდები მოედნის კიდიდან გაიყვანდნენ. ის შეხვედრა "მეთოფეებმა" 0:2 წააგეს. მაშინ გუნდი ცუდ ფორმაში იყო, ფანების ნაწილი ვენგერის მოხსნასაც კი ითხოვდა. როგორც ირკვევა, ბრაიანტი სწორედ "არსენალის" გულშემატკივარია, ვენგერს კი ის "საუთჰემპტონის" ფანი ეგონა. 26 წლის ქომაგი დაახლოებით 700 ფუნტით დაჯარიმდა და სამი წლის ვადით აეკრძალა მატჩებზე დასწრება.
რადგან დანაშაულსა და სასჯელზე ვსაუბრობთ, აღვნიშნოთ ისიც, რომ ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, "ასტონ ვილა" აუცილებლად დაჯარიმდება "ვესტ ბრომვიჩთან" თასზე მოგებული დერბის მერე ფანების მინდორზე შეჭრის გამო. მაშინ ბირმინგემელთა გულშემატკივრებმა დიდი აურზაური მოაწყვეს და ამბობენ, "ალბიონის" რამდენიმე ფეხბურთელს ხელ-ფეხიც მიარტყესო.
საჯარიმო სანქციები ელოდება "რედინგსაც", "ბრენტფორდთან" სათასო შეხვედრის მერე ამ კლუბის გულშემატკივრებმა იმავე სახის აურზაური მოაწყვეს. გუნდებს თუ თავის მართლება სურთ და რაიმე პრეტენზიები აქვთ, 23 აპრილამდე შეუძლიათ მათი წარმოდგენა. საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის მერე იქნება მიღებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული