აქაოდა, რაფაელ ბენიტესი "ნაპოლიდან" მოდისო, მერსისაიდელთა ფანების ნაწილს ნოსტალგია შემოაწვა და გადაწყვიტა, რომ ადამიანი, რომელიც "ლივერპულს" ისევ სტაბილურად გააბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის, სწორედ ესპანელი იქნება. თუმცა ფანთა თუ ექსპერტთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას
შეიძლება მას ბენიტესის საწინააღმდეგო ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ ამჟამად როჯერსი ესიმპათიურება და კლუბის კიდევ ერთი ლეგენდის, მაიკლ ოუენისა არ იყოს, მიიჩნევს, რომ ბრენდანს უნდა აცადონ. კარაგერი ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ მსგავსი გამოსვლისგან, ეს აბსურდია და კლუბსა და მის ფანებს შეურაცხყოფსო.
ფანების დიდი ნაწილის ნდობა-სიყვარულსა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია 42 წლის ჩრდილოირლანდიელიც. როჯერსი არსად წასვლას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ არც ხელმძღვანელობას ჩაუფიქრებია მისი გაშვება.
"ვიფიქრე, ეს რაფას აგენტია და მან გადაიფრინა "ენფილდის" თავზე-მეთქი. ფეხბურთში ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს. წინა წელს ყველა კმაყოფილი იყო, ჩვენ კინაღამ ჩემპიონატი მოვიგეთ" - განაცხადა როჯერსმა.
პრემიერლიგა არც ბენიტესს მოუგია და ეს ნავსი "ლივერპულს" ისევ გაუტეხავად რჩება, მაგრამ ესპანელმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ევროსარბიელზე იყო წარმატებული.
როჯერსსა და მის პერსპექტივაზე, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს ისიც, რომ მისი გუნდი ოთხეულს მიღმა რჩება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცუდმა თამაშმა გარკვეული შანსი ისევ გააჩინა. მერსისაიდელები 4 ქულით ჩამორჩებიან "წითელ ეშმაკებს" და ბოლომდე უნდა იბრძოლონ, ისევე, როგორც ეს მათ ქპრ-სთან გააკეთეს, როდესაც სტივენ ჯერარდმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მერე თამაშიდან მაინც შეაგდო და ვინ იცის, ეს "ლივერპულის" კაპიტნის ბოლო გოლია ამ გუნდის მაისურით.
"სტივენ ჯერარდი ერთ-ერთია იმ უნიკალურ და გამორჩეულ ფეხბურთელთა ჯგუფში, რომლებიც საჭირო დროს და რთულ მომენტებში ახერხებენ გუნდის გადარჩენას. მისმა ბრწყინვალე თავურმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა. სტივენი მსოფლიო დონის მოთამაშეა და საოცარად ნიჭიერია. ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია დიდ თამაშებში გადამწყვეტი გოლების გატანა და ეს ჯერარდს კარიერაში არაერთხელ გაუკეთებია.
მან პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება სტივენზე მეტად არავის უნდოდა და მიაღწია კიდეც თავისას. შესაძლოა, ზოგმა მისი წასვლის მერე კიდევ უფრო უკეთ გაიაზროს, თუ რა დონის ფეხბურთელსა და ტალანტზე გვაქვს საუბარი" - განაცხადა როჯერსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"