პრემიერლიგა. XXXVI ტური: საჩემპიონო დერეფანი [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

* "ბარნლი" და "ქუინზ პარკ რეინჯერსი" პრემიერლიგიდან გავარდნენ.

* ჯონ ტერი 39 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

* სტივენ ჯერარდი "ლივერპულის" ისტორიაში (პრემიერლიგაში) მეორე ბომბარდირია 119 გოლით.


პრემიერლიგის უქმეები სახელების მიხედვით ყველაზე გამორჩეული შეხვედრით დამთავრდა. "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულმა" საჩემპიონო დერეფანი შეაგება "ჩელსის", რომელსაც თავი არ მოუკლავს და ქულით დაკმაყოფილდა.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ლურჯებმა" პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ "ლივერპულმა" გათანაბრება შეძლო, თუმცა მეტი მერსისაიდელებმა, მცდელობების მიუხედავად, ვეღარ გააკეთეს და ფაქტობრივად, დაასრულეს ოცნება მე-4 ადგილზე.
ყველაზე სასიამოვნო კი ამ შეხვედრაში ის გახლდათ, რომ 79-ე წუთზე შეცვლილი სტივენ ჯერარდი "ჩელსის" ფანებმაც ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გააცილეს. ეს სტივი ჯის ბოლო მატჩი გახლდათ "სტემფორდ ბრიჯზე", "ლივერპულის" ფეხბურთელის რანგში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტიმ" ისედაც დაჩაგრული და წაქცეული ქპრ არ დაინდო და გოლებით ამოავსო. ქუინზპარკელების გავარდნა გაოფიციალურდა. ახლა უკვე ცხადია, რომ სერხიო აგუერო საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

არგენტინელმა ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 5 გოლით გაასწრო უახლოეს მდევარ ჰარი კეინს. კუნს ამ სეზონში სულ 31 გოლი უგროვდება და აქედან 25 მან პრემიერლიგაში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ევერტონი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა "სანდერლენდთან" შეხვედრაში, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ "კანფეტებმა" "შავ კატებს" ერთი გოლიც კი ვერ გაუტანეს, ხოლო აქეთ ორი მიიღეს და დიკ ადვოკაატის ბიჭებმა ძალიან საჭირო სამი ქულა ჩაიჯიბეს. ერთ-ერთი გოლი დენი გრემმა გაიტანა და ეს მისი პირველი პრემიერლიგურია 2013 წლის დეკემბრის მერე. სიხარული ჯერ ადრეა, რადგან "სანდერლენდს" ჯერ "ლესტერთან" ელოდება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს, ხოლო შემდეგ "ჩელსისთან" და "არსენალთან" აქვს ურთულესი თამაშები.

"გუდისონ პარკზე" დაფიქსირებულმა შედეგმა გააოფიციალურა ის, რომ პრემიერლიგას დაემშვიდობა "ბარნლი", მაგრამ კარის გაჯახუნებით... შონ დაიჩის ბიჭებმა "ჰალს" მოუგეს, თანაც გასვლაზე. გოლი დენი ინგსმა გაიტანა, რომელსაც 10 საათზე დიდი მშრალი სერია ჰქონდა. თუმცა უკვე გვიანია და მათ ამით "ვეფხვებს" გაურთულეს ძალიან საქმე, რომლებიც გასავარდნ ზონაში დაეშვნენ და სტივ ბრიუსი რთული ამოცანის წინაშეა.

ვახსენეთ "ლესტერი" და ეს გუნდი ჩვენს გაოცებას აგრძელებს. "მელიებს" 4 აპრილის მერე 8 ქულა აქვთ აღებული. მათ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგეს და ის ერთიც "ჩელსისთან" დათმეს. ამჯერად, ნაიჯელ პირსონმა ამბიციური "საუთჰემპტონი" იმსხვერპლა. ლესტერშირელებს მე-19 წუთისთვის ყველაფერი მომთავრებული ჰქონდათ. ეს რიად მაჰრეზის ბენეფისი იყო, მან დუბლი გაახერხა. ლეონარდო ულოა და ჯეიმი ვარდი ამჯერად ასისტენტებად მოგვევლინენ. დამაინც, "ლესტერს" დარჩენის გარანტია ჯერ კიდევ არ აქვს.

კვლავ გვაოცებს "ნიუკასლიც", ოღონდ ნეგატიური კუთხით. ჯორდებისთვის პოზიტიური "სენტ ჯეიმს პარკზე" ის გახლდათ, რომ მიყოლებით 8 წაგების მერე, მეცხრედაც აღარ დამარცხდნენ, მაგრამ ვერც მოიგეს. ასევე კარგი ამბავია პაპის დემბა სისეს დაბრუნება, რომელმაც 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

"კაჭკაჭები" გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს იმყოფებიან და მათ ფანებს სერიოზულად სანერვიულო დღეები აქვთ წინ. "ვესტ ბრომვიჩმა" კი ამ ქულით ოფიციალურად გაინაღდა დარჩენა. ტონი პულისმა კიდევ ერთხელ შეასრულა მისია.

გადარჩენისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ცოტაც და ტიმ შერვუდი თავისიანებს დარჩენას გაუნაღდებს. ტომ კლევერლიმ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და თავისიანებს "ვესტ ჰემთან" მოაგებინა. აგერ, მარტო კლევერლის აქვს მიჯრით სამი გოლი, ხოლო "ჩაქუჩები" სამი თამაშია, გატანას ვერ ახერხებენ, ისინი მე-10 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

ამასობაში, "ტოტენჰემი" "ბრიტანიაზე" შერცხვა. მაურისიო პოჩეტინომ დაცვას რამე რომ უნდა მოუხერხოს, ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად. "სტოკმა" კი უმაღლეს ლიგაში პირველად მოუგო სეზონში ორივე მატჩი "დეზებს".

შაბათის ბოლო შეხვედრაში "კრისტალ პალასმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძალიან დაძაბული და თვალსასეირო ბრძოლა შემოგვთავაზეს. ეს არც არის გასაკვირი, ამ კლუბებს ზედიზედ სამი მარცხი ჰქონდათ, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუტანიათ. "წითელმა ეშმაკებმა" კიდევ ერთხელ ანერვიულეს თავიანთი ფანები, მაგრამ ამ მძიმე შეხვედრის მოგება მაინც შეძლეს.

მთავარი გმირები ეშლი იანგი და დავიდ დე ხეა იყვნენ. პირველმა ის პენალტი მოინადირა, რომელიც ხუან მატამ გოლად გარდასახა და გამარჯვების გოლი გაატანინა მარუან ფელაინის, ხოლო მეორემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ლუი ვან გაალმა შვებით ამოისუნთქა და შემდეგ ტურში "არსენალთან" რომც წააგოს, ეს კატასტროფა აღარ იქნება, მაგრამ ფანები მეტს ელიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXXVI ტური
9 მაისი
ევერტონი-სანდერლენდი 0:2
გოლები: 0:1 გრემი (53), 0:2 დეფო (85)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი (74. გარბატი) - მაკარტი, ბერი (62. მირალასი) - ლენონი (86. მაკგიდი), ბარკლი, ოსმანი - ლუკაკუ
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ბრაუნი, ვან აანჰოლტი - ლარსონი (84. ბრიდკატი), კატერმოლი, გომესი - დეფო, ვიქჰემი (84. ფლეტჩერი), გრემი (74. ჯონსონი)
გაფრთხილება: კოულმენი, გარბატი - ბრაუნი, გომესი, დეფო,
კუთხური: 15-1 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 22(4)-10(3) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 38 246

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 კლევერლი (31)
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ბაკუნა (78. ჰატონი), ოკორე, ვლაარი, რიჩარდსონი - კლევერლი, ვესტვუდი, დელფი - ნ’ზოგბია (71. აგბონლაჰორი), გრილიში (90+2. სანჩესი), ბენტეკე
ვესტ ჰემი(4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, ბურკი, კრისუელი - ნოუბლი (78. კ. კოული), კუიატე - დაუნინგი, ნოლანი (46. სონგი), ამალფიტანო (46. ნენე) - ე. ვალენსია
გაფრთხილება: ნ’ზოგბია - სონგი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 6-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 14(5)-5(1) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 39 294

ჰალი-ბარნლი 0:1
გოლი: 0:1 ინგსი (62)
ჰალი (3-5-2): ჰარპერი - ჩესტერი, დოუსონი, მაკშეინი (57. იელავიჩი) - ელმოჰამადი, ლივერმორი (57. მეილერი), ჰადლსტოუნი, ქუინი, ბრედი - ალუკო (66. ერნანდესი), ნ’დოი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი, ტეილორი (76. უარდი) - ბარნსი, ინგსი (88. კინი)
გაფრთხილება: იელავიჩი - ინგსი
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 16-13 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 21(3)-8(2) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 24 877

ლესტერი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 მაჰრეზი (7), 2:0 მაჰრეზი (19)
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი - ვასილევსკი, ჰუტი, მორგანი - ოლბრაიტონი, ჯეიმსი (13. დრინკვოტერი), კამბიასო, შლუპი - მაჰრეზი - ვარდი (70. ნიუჯენტი), ულოა (78. ჰამონდი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - რიდი, ვანიამა - დევისი (66. ჯურიჩიჩი), მანე, ელია (66. ლონგი) - პელე
გაფრთხილება: ვასილევსკი -
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 10(3)-10(3) ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 31 939

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ანიჩებე (32), 1:1 პერესი (41)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - ანიტა (90+2. აბეიდი), კოლოჩინი, დამეტი, გუტიერესი - ტეილორი, კოლბეკი - კაბელია, სისოკო, პერესი (85. ამეობი) - რივიერი (69. სისე)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ლესკოტი - გარდნერი (69. ბერაჰინო), ფლეტჩერი, იაკობი, მულუმბუ (55. მორისონი), ბრანტი - ანიჩებე (78. მაკმანამანი)
გაფრთხილება: გუტიერესი, ტეილორი - დოუსონი, მორისონი, იაკობი
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 14(4)-8(3) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 47 894

სტოკი-ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 ადამი (21), 2:0 ნ’ზონზი (32), 3:0 დიუფი (86)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კამერონი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი - ნ’ზონზი, უელანი (88. სიდველი) - უოლტერსი (84. ოდემვინგი), ადამი (73. აირლენდი), არნაუტოვიჩი - დიუფი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, კირიკეში, ვერტონგენი - მეისონი, ბენთალები - ლამელა, ერიკსენი, შადლი - კეინი
გაფრთხილება: - კირიკეში, კირიკეში
გაძევება: კირიკეში (51)
კუთხური: 6-8 ჯარიმა: 14-12 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 17(9)-9(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 27 104

კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 მატა (19-პენ.), 1:1 პანჩონი (57), 1:2 ფელაინი (78)
კრ. პალასი (4-2-3-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი (84. იონი), ლედლი (46. პანჩონი) - ბოლაზი, მაკარტური, ზაჰა (85. შამახი) - მარეი
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, სმოლინგი (84. მაკნეირი), ჯონსი, შოუ (40. ევანსი) - ბლინდი - მატა, ერერა, ფელაინი, იანგი - რუნი (46. ფალკაო)
გაფრთხილება: - ერერა
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 13(4)-13(4) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 25 009

10 მაისი
სიტი-ქპრ 6:0
გოლები: 1:0 აგუერო (4), 2:0 კოლაროვი (32), 3:0 აგუერო (50), 4:0 აგუერო (65), 5:0 მილნერი (70), 6:0 სილვა (87)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო, ფერნანდინიო (75. იაია ტურე) - მილნერი (82. ნავასი), ლამპარდი (63. ბონი), სილვა - აგუერო
ქპრ (3-4-1-2): გრინი - კოლკერი, დანი, ჰილი - ფილიპსი, ბარტონი, ჰენრი, იუნი (86. რაიტ-ფილიპსი) - ფერი (78. კრანჩარი) - ზამორა (53. ჰოილეტი), ოსტინი
გაფრთხილება: ნ’ზოგბია - სონგი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 12-7 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 23(11)-8(3) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 39 294

ჩელსი-ლივერპული 1:1
გოლები: 1:0 ტერი (5), 1:1 ჯერარდი (44)
ჩელსი (4-3-3): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა (35. კეჰილი), ტერი, ფილიპე ლუიში - ობი მიკელი, ლოფტუს-ჩიკი (60. მატიჩი) - ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი - რემი (84. კუადრადო)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი - ჰენდერსონი, ჯერარდი (79. ლუკასი), კოუტინიო - სტერლინგი, ლალანა (71. აიბი), ლამბერტი (68. სინკლერი)
გაფრთხილება: ფაბრეგასი, ივანოვიჩი, ობი მიკელი, ფილიპე ლუიში - ლალანა, შკრტელი, ლამბერტი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 8(3)-15(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 41 547

11 მაისი
არსენალი-სუონსი 23:00

ბომბარდირები: 25 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 16 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი).

მომდევნო ტური
16 მაისი:
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, ბარნლი-სტოკი, ქპრ-ნიუკასლი, სანდერლენდი-ლესტერი, ტოტენჰემი-ჰალი, ვესტ ჰემი-ევერტონი, ლივერპული-კრისტალ პალასი.

17 მაისი:
სუონსი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი.

18 მაისი:
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული