პრემიერლიგა. ბოლო ტური: თეოს ჰეთ-თრიკი და დამშვიდობება

AutoSharing Option
* "ჩელსიდან" საზეიმოდ გააცილეს დიდიე დროგბა, "სიტიდან" - ფრენკ ლამპარდი, "ლივერპულიდან" - სტივენ ჯერარდი.

* პიტერ კრაუჩმა ალან შირერს გადაუსწრო და პრემიერლიგაში თავური გოლებით პირველ ადგილზე გადავიდა - 47.

"სანდერლენდი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" ჰყავს დამარცხებული და პორტუგალიელმაც შური იძია "შავ კატებზე". მართალია, "ლურჯები" აგებდნენ, რადგან სტივენ ფლეტჩერმა 27-მატჩიანი პაუზის მერე გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ მერე შეცვლაზე შესული ფორვარდების, დიეგო კოშტას ერთი
და ლოიკ რემის ორი გოლის წყალობით "ჩელსიმ" იმარჯვა. დედაქალაქელებმა დიდიე დროგბა გააცილეს და ჩემპიონობა პომპეზურად იზეიმეს.

მეორეადგილოსანმა "სიტიმ" "საუთჰემტონს" მოუგო და "წმინდანები" "არსენალის" იმედად დატოვა. რონალდ კუმანის გუნდმა მე-7 ადგილზე დაასრულა სეზონი და ევროპალიგის საგზურს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ ასოციაციის თასის ფინალში "მეთოფეები" "ასტონ ვილას" დაამარცხებენ. სერხიო აგუერომ კი ერთიც გაიტანა და 26 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. პრემიერლიგაში ბოლო, 609-ე მატჩი ჩაატარა ფრენკ ლამპარდმა და თავისი გამოსამშვიდობებელი 177-ე გოლიც შემოგვთავაზა.

"არსენალი" ვახსენეთ და... თეო უოლკოტმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, "მეთოფეთა" მაისურით თავისი მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა. უოლკოტს რომ ტრავმები უშლის ხელს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ სტატისტიკითაც შეგვიძლია გავამყაროთ - უკანასკნელ 9 მატჩში, როდესაც ის ძირითადში იყო, თეომ 10 ბურთი გაიტანა. არსენ ვენგერის ბიჭებმა ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" გადაურბინეს, 5-თამაშიანი წაუგებელი სერია დაუმთავრეს და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს.

21 წლის ჰარი კეინმა ჩემპიონატში თავისი 21-ე გოლი შეაგდო და "ტოტენჰემს" "ევერტონთან" მოაგებინა. ამ გამარჯვებით "დეზები" მე-5 ადგილზე გადავიდნენ და ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ადგილი მოიპოვეს.

ლონდონელებს "ლივერპულმა" მისცა გადასწრების საშუალება, რომელიც "ბრიტანიაზე" "სტოკთან" შერცხვა. მერსისაიდელებს 6 გოლი ნახევარ საუკუნეზე დიდი ხნის მანძილზე არ გაეშვათ. მოკლედ, სტივენ ჯერარდის გაცილება გუნდმა ნორმალურად ვერაფრით მოახერხა და კაპიტანმა თავი თავად გაიცილა, ერთადერთი საპასუხო ბურთი მარკ ჰიუზის კლუბს სწორედ მან შეუგდო. ეს სტივი ჯის 120-ე გოლი გახლდათ.

სტივ ბრიუსს ყოფილ გუნდთან, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოგება 21-ე ცდიდანაც არ გამოუვიდა და მისი "ჰალი" პრემიერლიგას გამოემშვიდობა. "წითელმა ეშმაკებმა" თავი არ მოიკლეს და მე-4 პოზიციითაც კმაყოფილები არიან.

"ვეფხვებს" კი, პრინციპში, მოგებაც არ შველოდათ, რადგან "ნიუკასლმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა და ადგილი შეინარჩუნა. სიმბოლურია, რომ ჯორდების მხრიდან ერთ-ერთი გოლი სიმსივნემორჩენილმა ხონას გუტიერესმა გაიტანა.

"სენტ ჯეიმს პარკზე" "ვესტ ჰემის" წაქცევითა და "ევერტონის" საშინაო მარცხით ისარგებლა "კრისტალ პალასმა" და 2008 წლის მერე შინ პირველად მოუგო "სუონსის". ალან პარდიუმ "არწივები" მაინც შეაფრინა ათეულში. საოცარ ფორმაში მყოფმა "ლესტერმა" გოლებით გალახა "ქუინზ პარკ რეინჯერსი", ხოლო დენი ინგსის მორიგი გოლით ბირმინგემში იძალა და პრემიერლიგის კარი გაიჯახუნა "ბარნლიმ".

ინგლისი. პრემიერლიგა. ბოლო ტური
24 მაისი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 4:1
გოლები: 1:0 უოლკოტი (4), 2:0 უოლკოტი (14), 3:0 უილშირი (17), 4:0 უოლკოტი (37). 4:1 მაკკოლი (57)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, გაბრიელი, გიბსი - კასორლა, კოკლენი (69. რემზი) - უილშირი (77. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი - უოლკოტი (69. ჟირუ)
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი (51. ანიჩებე), ლესკოტი - მორისონი, იაკობი (60. ბერდი), ფლეტჩერი - მაკმანამანი (54. გარდნერი), ბრანტი, ბერაჰინო
გაფრთხილება: ბელერინი -
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 6-7 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 24(13)-14(5) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 59 971

ასტონ ვილა-ბარნლი 0:1
გოლი: 0:1 ინგსი (8)
ასტონ ვილა (4-3-3): სტირი - ბაკუნა (80. ჰატონი), ვლაარი, ბეიკერი, ნ’ზოგბია - კლევერლი (72. სინკლერი), ვესტვუდი, დელფი - აგბონლაჰორი, გრილიში, ბენტეკე
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი, ულვეშტადი (65. ტეილორი) - ბარნსი (34. ვოუკსი), ინგსი (87. რიდი)
გაფრთხილება: ვლაარი - ულვეშტადი, არფილდი
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 9-6 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 16(5)-6(3) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 40 792

ჩელსი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 0:1 ფლეტჩერი (26), 1:1 დიეგო კოშტა (37), 2:1 რემი (70), 3:1 რემი (88)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ობი მიკელი (78. კრისტენსენი), მატიჩი - კუადრადო (44. რემი), ვილიანი, აზარი - დროგბა (30. დიეგო კოშტა)
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ჯოუნსი, კოატესი, ო’ში, ვან აანჰოლტი - ლარსონი, როდუელი - დეფო, ჯონსონი (75. ჯაკერინი), ვიქჰემი - ფლეტჩერი
გაფრთხილება: კუადრადო, მატიჩი - როდუელი
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 12-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 24(8)-16(8) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 41 620

კრ. პალასი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 შამახი (57)
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - სუარე, დანი, ჰანგელანდი, უარდი - პანჩონი, იედინაკი, მაკარტური (36. მარეი) - ზაჰა, ბოლაზი (82. ფ. კემპბელი), შამახი (66. მატჩი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, ბარტლი, რიჩარდსი - კორკი, ბრიტონი (70. გრაიმსი) - დაიერი (64. ბეროუ), ემნესი, მონტერო (84. გორი) - გომისი
გაფრთხილება: მარეი, ჰანგელანდი -
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 22-13 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 13(7)-5(2) ბურთის ფლობა: 49%-59%
მაყურებელი: 25 076

ევერტონი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 კეინი (24)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი (84. დისტენი) - ბერი, მაკარტი - ოსმანი, ბარკლი (46. ბეშიჩი), მირალასი (73. ნეისმიტი) - ლუკაკუ
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, ბენთალები - დემბელე (53. სტმბული), მეისონი - ლამელა, ერიკსენი, შადლი (90+3. სოლადადო) - კეინი (85. თაუნსენდი)
გაფრთხილება: ჯაგიელკა - სტამბული, მეისონი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 12-8 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 9(1)-16(3) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 39 365

ჰალი-მანჩესტერი 0:0
ჰალი (3-5-2): ჰარპერი - ჩესტერი (70. ჰენდერსონი), დოუსონი, მაკშეინი - ელმოჰამადი, მეილერი (86. რობერტსონი), ჰადლსტოუნი, ქუინი, ბრეიდი - ნ’დოი (71. ალუკო), იელავიჩი
მანჩესტერი (4-1-4-1): ვალდესი - ა. ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, როხო - ბლინდი - დი მარია (23. იანუზაი), ერერა, იანგი (59. ფელაინი), მატა (73. უილსონი) - რუნი
გაფრთხილება: დოუსონი, ქუინი - ბლინდი, სმოლინგი
გაძევება: ფელაინი (77)
კუთხური: 8-1 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 6-0 კარში დარტყმა: 16(6)-7(1) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 24 745

ლესტერი-ქპრ 5:1
გოლები: 1:0 ვარდი (16), 2:0 ოლრაიტონი (43), 3:0 ულოა (51), 4:0 კამბიასო (52), 4:1 ოსტინი (57), 5:1 კრამარიჩი (86)
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი - ვასილევსკი (46. დე ლაეტი), ჰუტი, მორგანი - ოლბრაიტონი, კამბიასო (76. დრინკვოტერი), კინგი, შლუპი - მაჰრეზი - ვარდი (65. კრამარიჩი), ულოა
ქპრ (4-4-2): მაკარტი - ონუოჰა, დანი, ჰილი, იუნი (85. კპეკავა) - ფილიპსი, ბარტონი, ჰენრი (80. კომლი), ფერი - კოქსი, ოსტინი
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 7-6 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 22(7)-18(2) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 31 457

სიტი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 ლამპარდი (31), 2:0 აგუერო (88)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - მილნერი, ლამპარდი, სილვა - აგუერო
საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ. დევისი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, ს. დევისი - ლონგი, ჯურიჩიჩი, მანე - პელე
გაფრთხილება: დემიკელისი - ლონგი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 13-8 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 15(6)-13(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 45 919

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 სისოკო (54), 2:0 გუტიერესი (85)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - კოლბეკი, ანიტა (89. გუფრანი) - გუტიერესი, სისოკო, რივიერი - სისე
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ბურკი (69. ტომკინსი), რიდი, კრისუელი - სონგი, კუიატე (77. ლი) - დაუნინგი, ნოლანი, ე. ვალენსია (63. ამალფიტანო) - კ. კოული
გაფრთხილება: სისოკო, გუტიერესი - ამალფიტანო
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 17(4)-4(1) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 52 094

სტოკი-ლივერპული 6:1
გოლები: 1:0 დიუფი (22), 2:0 დიუფი (26), 3:0 უოლტერსი (30), 4:0 ადამი (41), 5:0 ნ’ზონზი (45), 5:1 ჯერარდი (70), 6:1 კრაუჩი (86)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი, ნ’ზონზი - უოლტერსი (80. ოდემვინგი), ადამი (71. აირლენდი), არნაუტოვიჩი - დიუფი (80. კრაუჩი)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი (84. მარკოვიჩი) - ჰენდერსონი, ჯერარდი (89. ლუკასი), კოუტინიო - სტერლინგი, ლალანა (68. აიბი), ლამბერტი
გაფრთხილება: ადამი, უელანი, შოუკროსი, პიტერსი - ლუკასი, შკრტელი
კუთხური: 3-9 ჯარიმა: 13-4 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 15(9)-13(4) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 27 602

ბომბარდირები: 26 - სერხიო აგუერო (სიტი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 18 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 16 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი), საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული