ახლა კი იგი საქმეს უბრუნდება და ბრიტანული პრესის ცნობით, საბოლოო დეტალებსაც შეათანხმებს კლუბთან. საინტერესოა, რომ მაკლარენს "სენტ ჯეიმს პარკზე" გადაბარგება დიდი ხნის წინ უწინასწარმეტყველეს და მეტიც, გამოცდილ სპეციალისტს ჯერ ალან პარდიუს წასვლის მერე შესთავაზეს პოსტი, ხოლო შემდეგ პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მაგრამ მაკლარენმა ორივეჯერ უარი თქვა.
სამაგიეროდ, ახლა
როგორც ჩანს, ჯორდებს მაკლარენის ამდენი "არა" არ მოეწონათ და სანამ მას მესამედ შეეხმიანებოდნენ, პოსტი ჯერ პატრიკ ვიეირას შესთავაზეს, მაგრამ თავი ფრანგმაც შორს დაიჭირა, მხარეები სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ შეთანხმებულან, ვიეირას და და კლუბის ხელმძღვანელობის ხედვა არ დაემთხვა.
რაც შეეხება ჯონ კარვერს, მან ავად თუ კარგად, თავისივე გაფუჭებული საქმე კი გამოასწორა, გუნდი დატოვა და პოსტზე დარჩენა თავადაც ძალიან სურს, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კლუბის შედეგებიდან და ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე. სამაგიეროდ, კარვერი სამწვრთნელო შტაბში აუცილებლად დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"