"წმინდანები" ძლიერდებიან: მეკარე იჯარით

AutoSharing Option
"საუთჰემპტონს" თითქოს, მეკარეები არ აკლია, მაგრამ ფრეიზერ ფორსტერის სერიოზულმა ტრავმამ "წმინდანები" იმდენად შეაშინა, რომ მათ "ფულემიდან" მაარტენ სტეკელენბურგი ინათხოვრეს. 32 წლის ჰოლანდიელი "კრევენ კოტეჯზე" ორი წლის წინ "რომადან" გადავიდა. წინა სეზონში იგი "მონაკოში" ჰყავდათ განათხოვრებული, ხოლო ახლა თავი "სენტ მერიზე" ამოჰყო.

"მაარტენი ძალიან გამოცდილი და უმაღლესი დონის მეკარეა. ჩვენ გვყავს კელვინ დევისი და პაულო გასანიგა, ხოლო სტეკელენბურგის მოსვლა დამატებით სიღრმეს და არჩევანს მოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დატვირთული სეზონი მოდის" - თქვა "საუთჰემპტონის" მმართველთაგანმა ლეს რიდმა.

მან ისიც დასძინა, რომ
ფორსტერის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიდის, მაგრამ დაბრუნების ვადებზე საუბარი ჯერ ადრეა. ფრეიზერმა მარტში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და წესით, სექტემბრამდე მაინც ვერ უნდა შეძლოს დაბრუნება, შესაძლოა, უფრო დაუგვიანდეს კიდეც მომჯობინება.

"წმინდანები" კი ევროპალიგისთვის აქტიურად ემზადებიან. ცდილობენ, თავიანთი ლიდერები ამჯერად არ გაყიდონ, არამედ შეინარჩუნონ; ძლიერდებიან კიდეც.

გუნდში უკვე მივიდა პორტუგალიელი მცველი სედრიკ სოარეში, რომელმაც ბოლო ორი სეზონი "სპორტინგის" მაისურით ბრწყინვალედ ჩაატარა. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 4,7 მილიონი გირვანქა მიიღეს. "საუთჰემპტონი" ასევე გაძლიერდა "მალაგადან" დამატებული მშვენიერი თავდამსხმელი ხუანმით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული