იგი ახლა ჩილეშია და თანამემამულე და ახლა უკვე თანაკლუბელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად, კოპა ამერიკის მოგებისთვის იბრძვის. ისინი "სელესაოს" ახალ სახეს წარმოადგენენ. ამასობაში, "ლივერპული" "ჰოფენჰაიმს" მის ტრანსფერზე გაურიგდა.
ინგლისური კლუბი 29 მილიონი გირვანქით შეითხელებს ჯიბეს და შეიმცირებს სატრანსფერო ბიუჯეტს. სამაგიეროდ, კარგი და, რაც მთავარია, ახალგაზრდა ფორვარდით მიიღებს შევსებას. როჯერსი მომავლის გუნდს აშენებს, გათვლა მრავალწლიან წარმატებულ პროექტზეა და ჩრდილოირლანდიელს კარგი
გერმანულ გუნდში რობერტო ფირმინო ბარბოსა დე ოლივეირას პროგრესი აშკარა იყო და ეს ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა დუნგამაც მშვენივრად დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ ფირმინომ აშკარად მოუმატა, ბევრი მის ნაკრებში გამოძახებას არ ელოდა, მაგრამ დუნგამ ეს ნაბიჯი გადადგა და არც შემცდარა.
ფირმინოს პირველი თამაში ბრაზილიის ნაკრების მაისურით ნოემბერში შედგა. დღემდე მან 9 არასრული მატჩი ჩაატარა "სელესაოს" რიგებში და 4 გოლიც გაიტანა. გაამართლებს თუ არა ის "ენფილდზე", გადაჭრით რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია ერთი რამ - იგი პროგრესირებს, აქვს შანსის გამოყენებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი და შრომისმოყვარეა.
რა-რა და, არანაირი ვარსკვლავური დაავადების ნასახი ფირმინოს არ შეენიშნება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არც კონკურენციას უშინდება, მაგალითად, ნაკრებში დიეგო ტარდელი პირველ ნომრად მიიჩნეოდა ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ დუნგა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას შეცვლის, რადგან ამჟამად, ფირმინო აშკარად უკეთ გამოიყურება. თანაც, ნეიმარის დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით, ახლა სხვა შემტევებზე უფრო მეტია დამოკიდებული - თუნდაც, უკვე ნახსენებ კოუტინიოზე, რომელიც ახალ თანაკლუბელს "ლივერპულზე" ბევრს მოუყვება.
რობერტოს უკვე ჩაახუტეს მერსისაიდელთა ფორმა, ლივერპულელთა წარმომადგენლები ჩილეში ჩაფრინდნენ. თუმცა სამედიცინო შემოწმებას იგი კოპა ამერიკიდან დაბრუნების მერე გაივლის და 5-წლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. თუ რამდენი იქნება მისი ხელფასი, არ გახმაურებულა.
ფირმინო 2 ოქტომბერს 24 წლის გახდება. მან "ჰოფენჰაიმის" რიგებში 151 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ადრეული წლები მან მშობლიური მასეიოს "რეგატას ბრაზილში" გაატარა, რასაც "ფიგეირენსე" მოჰყვა, სადაც გახდა კიდეც პროფესიონალი და მალევე თითქოს, შეუმჩნეველი თავდამსხმელი ამდენ და იმ დროისთვის უფრო შედეგიან ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის, "ჰოფენჰაიმმა" შეამჩნია, სადაც გაატარა კიდეც 4 სეზონი და ასე მოვიდა "ენფილდამდე".
ფირმინოს ტრანსფერი "ლივერპულის" მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახდა. მან ადამ ლალანას გადაასწრო, რომელიც "ენფილდზე" წინა ზაფხულს "საუთჰემპტონიდან" 25 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ მივიდა. პირველ ადგილზე, ამ მხრივ, ენდი ქეროლია, მერსისაიდელებმა 2011 წელს 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს "ნიუკასლ იუნაიტედს".
ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. თუ დახარჯულ თანხასა და კეროლის ლივერპულურ პერიოდში მის შედეგებს გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე წარუმატებელიც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"