"ლივერპულის" მე-6 შენაძენი ნათანიელ კლაინი გახდება

AutoSharing Option
"ლივერპულმა" მოაგვარა ნათანიელ კლაინის ტრანსფერთან დაკავშირებული დეტალები და "საუთჰემპტონთან" ყველაფერი შეათანხმა.

"წმინდანები" 24 წლის მცველში 12,5 მილიონ გირვანქას მიიღებენ, ხოლო თავად იგი მერსისაიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ოცნებაა, რომელიც ამიხდა და მიხარია, რომ ასეთ ძლიერ გუნდში, დიდი ისტორიის მქონე კლუბში აღმოვჩნდი. როგორც კი "ლივერპულის" ინტერესის შესახებ გავიგე, ერთი სული მქონდა, როდის შედგებოდა ტრანსფერი. ეს ჩემთვის გამოწვევაა და აქ შემიძლია კიდევ უფრო გავიზარდო და პოტენციალი გამოვავლინო. "ენფილდზე" და მთლიანად გუნდში საუცხოო ატმოსფეროა და იმედი მაქვს, მეც კარგ
თამაშს ვაჩვენებ" - განაცხადა გახარებულმა კლაინმა.

კლაინი ლივერპულელთა მე-6 შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ. აქამდე მერსისაიდელებმა ჯეიმს მილნერით, დენი ინგსით, რობერტო ფირმინოთი, ადამ ბოგდანითა და ჯოი გომესით გააძლიერეს შემადგენლობა.

საინტერესოა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბრენდან როჯერსი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ჩრდილოირლანდიელს ტრანსფერებში უკვე დაახლოებით 250 მილიონი გირვანქა აქვს დახარჯული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული