"ტოტენჰემის" ახალი ფეხბურთელი, ახალი სტადიონი

AutoSharing Option
ტობი ალდერვეირელდი "ტოტენჰემში" გადავიდა და უკვე "დეზების" მაისურითაც იპოზიორა "უაით ჰართ ლეინის" წინ. კონტრაქტი 5-წლიანია, ხოლო მადრიდის "ატლეტიკომ" სანაცვლოდ, გავრცელებული ცნობით, 16 მილიონი ევრო მიიღო.

მიუხედავად ამისა, "საუთჰემპტონი" დანებებას არ აპირებს და, როგორც უკვე ვთქვით, ალბათ, სასამართლოში შეიტანს სარჩელს. 26 წლის ბელგიელმა წინა სეზონი იჯარის წესით გაატარა "წმინდანებში" და მათ მიაჩნიათ, რომ კონტრაქტის პირობები დაირღვა და პირველად "ატლეტიკო" სწორედ "საუთჰემპტონს" უნდა შეთანხმებოდა, უნდოდა თუ არა გუნდს ალდერვეირელდის გამოსყიდვა.

პარალელურად, "ტოტენჰემმა" ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა. ცნობილია, რომ გუნდის ახალი არენა 61
ათას მაყურებელს დაიტევს და თანამედროვე სტილის იქნება. მას ექნება ყველაზე დიდი ერთიარუსიანი ტრიბუნა ინგლისში (ტევადობა - 17 ათასი) და ტრიბუნები მინდორთან უფრო ახლოს იქნება განლაგებული. მშენებლობა, წესით, 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "დეზებს" 2018/19 წლების სეზონის ჩატარება უკვე ახალ სტადიონზე შეეძლებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული