შნეიდერლენის კონტრაქტი ოთხწლიანია, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ის ინგლისურ კლუბს სამი წლით დაუკავშირდა. კონტრაქტების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ცნობილი.
გასულ სეზონში 25 წლის ფრანგმა პრემიერლიგის 26 მატჩში 4 გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. 30 წლის გერმანელმა კი ბუნდესლიგის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.