"ვესტ ბრომვიჩი": ტონი პულისის გასაჭირი

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი იმაზე ნერვიულობს, რომ მის კლუბს სატრანსფერო ბაზარზე ისეთი აქტიურობა არ გამოსდის, როგორიც მას დაგეგმილი ჰქონდა. კლუბს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს - ჯეიმს მაკლინი.

"ვესტ ბრომვიჩს" ასევე აქტიურად უკავშირებენ რიკი ლამბერტს, კირან კლარკს, მაიკლ ანტონიოსა და მეტ ფილიპსს. გარდა ამისა, გუნდმა პირველ ტურამდე შესაძლოა, "არსენალიდან" გაშვებულ აბუ დიაბისთან მოასწროს კონტრაქტის გაფორმება.

"ეს ძალიან რთული სატრანსფერო ფანჯარაა, ძვირიანი... ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება და ეს ყველას ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საჭირო ფეხბურთელები
უნდა შევარჩიოთ და დავიმატოთ. ჯერჯერობით, ეს არ გამოგვდის, მაგრამ პანიკას არ უნდა ავყვეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ახალ მოთამაშეებს მხოლოდ ფანები არ ითხოვენ, მეც ვითხოვ. რაც უფრო ადრე დავაკომპლექტებთ შემადგენლობას, მით უკეთესი" - თქვა პულისმა.

უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება "ვესტ ბრომვიჩის" შემდეგი შენაძენი. წესითა და რიგით, ჯეიმს ჩესტერის ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. 26 წლის მცველის სანაცვლოდ "ჰალი" 8 მილიონ გირვანქას მიიღებს. მან გასულ სეზონში "ვეფხვების" მაისურით 23-ჯერ ითამაშა პრემიერლიგაში და 2 გოლი გაიტანა.

კარგი "ალბიონისთვის" ის არის, რომ გუნდი, ჯერჯერობით, ახერხებს საიდო ბერაჰინოს შენარჩუნებას. თითქოსდა, სიცრუე აღმოჩნდა "ტოტენჰემთან" შეთანხმება - "ვესტ ბრომვიჩის" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერაჰინოს თაობაზე გუნდს შეთავაზება ჯერ არავისგან მიუღია.

თუმცა, ალბათ, მალე მიიღებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საიდოს აგენტი ეიდი უორდია, ანუ ის პიროვნება, რომელიც რაჰიმ სტერლინგს შეუჩნდა და მისი "სიტიში" ტრანსფერი გაჩარხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული