"იუნაიტედი" თანახმაა, "ბარსელონას" პედროს სანაცვლოდ 30 მლნ გადაუხადოს

AutoSharing Option
ინგლისური კლუბი მზადაა, გადაიხადოს 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული პირისსაგამტეხლო თანხა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ხელს არ იღებს "ბარსელონადან" თავდამსხმელის პედრო როდრიგესის გადაბირების იდეაზე.

"მარკას" ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, გადაიხადოს 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული პირისსაგამტეხლო თანხა, რომელიც 30 მლნ ევროს შეადგენს, ოღონდ - ნაწილ-ნაწილ.

პედრო კატალონიური გრანდის აღზრდილია და მთელი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ესპანელმა ფორვარდმა პრიმერაში 35 მატჩი (15 ძირითადში) ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული