მან უშუალოდ სალომონ რონდონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 25 წლის ვენესუელელი გატანას აუცილებლად დაიწყებს, ცოტაც ვაცადოთო. დასამშვიდებელ-დასარწმუნებელი კი მას, გულშემატკივრების გარდა, უფროსობაც ჰყავს, რომელსაც რონდონში კლუბისთვის სარეკორდო თანხა - 12 მილიონი გირვანქა გადაახდევინა.
შეგახსენებთ, რომ რონდონი "ალბიონმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" მიიყვანა. ვენესუელელ თავდამსხმელს "ვესტ ბრომვიჩში" გადასვლამდე ჩატარებულ 55 მატჩში 33 გოლი ჰქონდა გატანილი.
"სალომონს ცოტა დრო სჭირდება, რომ ახალ
შემართება თავად რონდონსაც არ აკლია: "მინდა გუნდს დავეხმარო. მაქსიმალურად დავიხარჯები და იმედია, ბევრ გოლს გავიტან. ჩემგან მოლოდინი არა მხოლოდ ინგლისში, არამედ სამშობლოშიც არის. ვენესუელაში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ყველა არ იცნობდა, ახლა კი ეს გუნდი კარგად გაიცნეს და გვგულშემატკივრობენ", - განაცხადა სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"