მაგალითად მას ანტონი მარსიალის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მოჰყავს და "წითელი ეშმაკების" მიერ არაადეკვატურად დიდი თანხის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით ცდილობს საკუთარი გუნდის პასიურობის გადაფარვასა და ჩრდილში მოქცევას. თუმცა ფრანგის სიტყვებში სიმართლის მარცვლებიც ბლომად ურევია.
"ამ წუთისთვის პრობლემა ისეთი ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც გუნდს გარანტირებულად გააძლიერებენ და უკეთესს გახდიან, ვიდრე არის. დააკვირდით, რა მოხდა, "მონაკომ" მარსიალი "მანჩესტერ
ფრანგი სპეციალისტი ამ ზაფხულს ერთადერთი ახალწვეულით შემოიფარგლა - 10 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ პეტრ ჩეხი იყიდა "ჩელსისგან". არადა, ვერ ვიტყვით, რომ მეკარის პოზიცია გუნდისთვის ყველაზე პრობლემური იყო, თუკი საერთოდ იყო პრობლემური. ელოდნენ თავდამსხმელს, მაგრამ წინა ფრონტზე "მეთოფეებს" არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება იქამდელ შენაძენებს, მუსიე არსენი კმაყოფილია...
"ვარ თუ არა ბედნიერი იმ დანახარჯით რომელიც ბოლო პერიოდში გავწიე? დიახ, ნამდვილად ვარ. მე ვიყიდე ალექსის სანჩესი, ვიყიდე მესუთ იოზილი, ჩეხი და გაბრიელი. იმისათვის, რომ შემადგენლობა გაიძლიერო, ჯერ შესაბამისი მოთამაშე უნდა იპოვნო" - დაამატა ვენგერმა.
ძნელი სათქმელია, დაარწმუნებს თუ არა იგი თავის და კლუბის სიმართლეში ფანებს, რომლებიც ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და ოფიციალური განცხადებაც გამოამზეურეს - არავის უნდა ფეხბურთელები მხოლოდ სათქმელად ვიყიდოთ, მაგრამ იმაში დარწმუნება კი გვინდა, რომ ნორმალური ტრანსფერებისთვის ფული გამოყოფილი იყოო.
როგორც ჩანს, გულშემატკივრებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ხელმძღვანელობამ საკმარისი თანხა გამოყო.
ცნობისათვის - ლონდონის "არსენალი" ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი კლუბია, რომელსაც მინდვრის მოთამაშე არ შეუძენია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"