"ლივერპული": იურგენ კლოპი ბრენდან როჯერსის ნაცვლად?

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა პირდაპირ დანიელ სტარიჯს დააბრალა წინა სეზონის ჩაგდება - ის, რომ მისი გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდა. სტარიჯი რომ ტრავმირებული არ ყოფილიყო, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებდით; აგერ, იგი დაბრუნდა და ახლა გვიყურეთო... დანიელმა წინა ტურში მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.

როჯერსი კი ანერვიულებულია, რადგან ვრცელდება ხმები, რომ მას ძირს უთხრიან და ისიც კი დაიწერა, თითქოს, ჩრდილოირლანდიელს ეჭვი ჰქონდეს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და შეთქმულებაა.

"ლივერპულის" ექსკაპიტანმა ჯეიმი რედნაპმა იგი გააკრიტიკა და აღნიშნა, მას არავინ ებრძვის, მწარე კომენტარებსაც სიყვარულით ვაკეთებთ,
კარგი შედეგები თუ ექნება, რამდენი ხანიც უნდა, დარჩესო.

ისიც იცით, რომ კანდიდატი უკვე შერჩეულია - იურგენ კლოპი. ბევრი მიიჩნევს, რომ "დორტმუნდიდან" წასული და ამჟამად უქმად მყოფი კლოპი "ენფილდის" ბინადრებს ძალიან მოუხდებათ. ბრიტანული პრესა იმასაც წერს, რომ გერმანელი შესაძლოა, მალევე მივიდეს, როჯერსმა სეზონის ბოლომდე ვერ მიატანოსო. მოკლედ, უახლოესი ტურები ბევრ რამეს გამოაჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული