სერხიო აგუერომ 20 წუთის განმავლობაში 5 გოლი გაიტანა "ნიუკასლის" კარში და "მანჩესტერ სიტის" 6:1 მოაგებინა. ამით მანუელ პელეგრინის გუნდი პირველ ადგილზე გადავიდა.
აგუერო ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ერთ თამაშში ხუთი გოლის გატანა შეძლო. მანამდე ეს ენდი კოულმა, ალან შირერმა, ჯერმეინ დეფომ და დიმიტარ ბერბატოვმა მოახერხეს.
აგუეროს პრემიერლიგაში 84 გოლი დაუგროვდა, ის კრიშტიანო რონალდოსა და კარლოს ტევესს გაუთანაბრდა.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ძალიან მოხარული ვარ, სწორედ ასეთი თამაშები მსურს ვითამაშოთ. გულშემატკივრებს
"ჩელსი" შინ 1:3 დამარცხდა "საუთჰემპტონთან". არადა, გუნდი ვილიანის გოლით დაწინაურდა, ვილიანს ზედიზედ მეოთხე გოლი გააქვს საჯარიმო დარტყმით. ამის მერე ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3 გოლი გაუშვა, რაც მოურინიოს შეგირდებს აქამდე "სტემფორდ ბრიჯზე" არასოდეს მოსვლიათ.
ეს სტარტი 1978 წლის მერე, ყველაზე ცუდია "ჩელსის" ისტორიაში.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "არასოდეს არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას. მსაჯმა 1:1-ზე ნაღდი პენალტი არ დაგვიდო. დაე, დამსაჯოს ფეხბურთის ასოციაციამ ამ ფრაზისთვის, მაგრამ მირჩევნია პირდაპირი ვიყო. თუ "ჩელსი" გამაგდებს, რას გავაკეთებ. ჩემპიონობის მოპოვება ასეთ სიტუაციაში უკვე ძნელი იქნება, მაგრამ "ჩელსი" პირველ ოთხეულში აუცილებლად იქნება. თავად განცხადებას არასოდეს დავწერ, რატომ? იმიტომ, რომ "ჩელსის" ჩემზე უკეთესი მწვრთნელი ვერ ეყოლება".
კრისტალ პალასი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ბოლასი (68), 2:0 კაბაი (89-პენ)
ნორვიჩი-ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 ვარდი (28-პენ), 0:2 შლუპი (47), 1:2 მბოკანი (68)
სიტი-ნიუკასლი 6:1
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (18), 1:1 აგუერო (42), 2:1 აგუერო (49), 3:1 აგუერო (50), 4:1 დე ბრუინი (53), 5:1 აგუერო (60), 6:1 აგუერო (62)
ასტონ ვილა-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 არნაუტოვიჩი (55)
ბორნმუთი-უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 მარეი (28), 1:1 იგალო (45)
შენიშვნა: მარეიმ (ბორნმუთი) ვერ გაიტანა პენალტი (85)
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 1:0 ფლეტჩერი (10), 2:0 ლენსი (22), 2:1 ჯენკინსონი (45), 2:2 პაიე (60)
გაძევებაL ლენსი (57. სანდერლენდი)
ჩელსი-საუთჰემპტონი 1:3
გოლები: 1:0 ვილიანი (10), 1:1 დევისი (44), 1:2 მანე (60), 1:3 პელე (72)
1. სიტი - 18 ქულა; 2. მანჩესტერი - 16; 3. კრისტალ პალასი - 15; 4. ლესტერი - 15; 5. ვესტ ჰემი - 14.
ის უზრდელობით დაგვამახსოვრდება ბევრს და კიდევ იმით, რომ კარიერის დასაწყისთი "ბარსაში" თარჯიმანი იყო