"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანმა ასანთის ღერებისგან "ოლდ ტრაფორდის" ასლი ააგო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა კრის სკოტმა საყვარელი კლუბის საშინაო არენა "ოლდ ტრაფორდის" ასლი ააგო, რის შექმნასაც 450 საათზე მეტი მოანდომა.

ქომაგმა მაკეტის შესაქმნელად ასანთის ღერები გამოიყენა და მასში ისეთი მცირე დეტალიც კი გაითვალისწინა, როგორიც სტადიონთან აღმართული კლუბის ყოფილი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის ქანდაკებაა.

თუმცა, სკოტი ამაზე არ გაჩერდება და აპირებს, საკუთარი "ოლდ ტრაფორდი" ახალი დეტალებით გაამდიდროს, რათა მაქსიმალურად ჰგავდეს ორიგინალს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული