იურგენ კლოპი: მე არც ქრისტე-ღმერთი ვარ და არც წყალზე სიარული შემიძლია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბის გულშემატკივრებსა და მედიას მოუწოდა, ნუ ექნებათ მისგან დიდი მოლოდინი. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის მესია არაა და ყველაფერს მოკლე დროში ვერ შეცვლის.

"თუ მე ქრისტე-ღმერთი გგონივართ, სულ მალე ნახავთ, რომ წყალზე სიარული არ შემიძლია და პრობლემები გვექნება. მე მართლა არ შემიძლია წყალზე გავლა. რომც ვცადო, ჩავიძირები.

ცხოვრებაში მოლოდინები მნიშვნელოვანია. ამ აჟიოტაჟის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ და დავიწყოთ საუბარი ფეხბურთზე. თუმცა, საუბრის ერთ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ მოლოდინი უნდა იყოს.

მესმის, რომ "ლივერპულის" გულშემატკივრები მრავალი წელია წარმატების მოლოდინში
არიან და მოთმინებას კარგავენ. მე ახალი მწვრთნელი ვარ და ამის გამო რაღაცები მართლაც შეიცვლება, მაგრამ ყველაფრის ერთ დღეში გადასხვაფერება არარეალურია", - აქვეყნებს კლოპის ნათქვამს ინტერნეტ-პორტალი Goal.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული