"მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "ჩელსის" ომი 18 წლის ტალანტისთვის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იური ტილემანსის ხელში ჩაგდების მთავარი კანდიდატები არიან.

პრემიერლიგის გრანდების წარმომადგენლები უკვე შეეხმიანნენ ბრიუსელის "ანდერლეხტს", რომლის თამადობითაც ბელგიის ჩემპიონატი ბოლო დროს ინგლისური კლუბების ახალ დონორად იქცა.

მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ "ნიუკასლმა" ამ ზაფხულს იმავე "ანდერლეხტიდან" ალექსანდრ მიტროვიჩი და შანსელ მბემბა წაიყვანა.

ახლა კი 18 წლის ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველის ჯერიც მოვიდა. სხვათა შორის, იგი ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობს და ამან, წესით, ადაპტაცია უნდა გაუადვილოს.

"წითელ ეშმაკებს" "ლურჯებთან" მიმართებაში შესაძლოა, ის უპირატესობა ჰქონდეთ, რომ ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაცილებით უფრო
მეტად ენდობა, ვიდრე ჟოზე მოურინიო.

ტილემანსი ამ ასაკში უკვე სტაბილურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში, ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ბურთაობის გამოცდილება აქვს და დიდი ნაბიჯის წინ გადასადგმელად, თითქოს, მართლაც მზადაა, მაგრამ აუცილებელი სათამაშო დროც ესაჭიროება და ეს ახალი გუნდის არჩევისას გასათვალისწინებელი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული