"ვეტ ჰემმა" ლონდონურ დერბიში 2:1 დაამარცხა "ჩელსი", გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე ენდი კეროლმა გაიტანა. მანამდე ჟოზე მოურინიოს გუნდს მატიჩი გაუძევეს.
ამ შეხვედრაში ჟოზე მოურინიო მსაჯმა შესვენებისას გააძევა, თამაშის დასრულების შემდეგ კი მან პრესასთან ურთიერთობა არ ისურვა.
ბირმინგემში ძმების დუელი იყო - "ასტონ ვილას" რიგებში ჯორდან აიუმ გამოიჩინა თავი, მაგრამ ჯერ "სუონსის" ისლანდიელმა ლეგიონერმა სიგურდსონმა გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი ჯორდანის უფროსმა ძმა ანდრე აიუმ გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2. შეგახსენებთ,
"არსენალმა" 2:1 დაამარცხა "ევერტონს" და პრემიერლიგას სათავეში მოექცა 22 ქულით. გოლები პირველ ტაიმში გავიდა, თავი ოლივიე ჟირუმ და ლორან კოშელნიმ გამოიჩინეს, ლივერპულელთაგან - როს ბარკლიმ.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ბაიერნთან" თამაშს მთელი ენერგია დასჭირდა და ეს დღეს ბოლო 20 წუთში კარგად გამოჩნდა. გოლი ვეღარ გაგვქონდა, აი, "ევერტონმა" კი მომენტების შექმნა დაიწყო. დიდი მატჩის მოგების შემდეგ ბიჭებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და ამით ძალიან ვამაყობ".
ასტონ ვილა-სუონსი 1:2
გოლები: 1:0 ჯ. აიუ (62), 1:1 სიგურდსონი (68), 1:2 ა. აიუ (87)
ლესტერი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვარდი (59)
ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (46)
სტოკი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 დინი (43), 0:2 აბდი (69)
ვესტ ჰემი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 სარატე (17), 1:1 კეჰილი (56), 2:1 კეროლი (79)
გაძევება: მატიჩი (44. ჩელსი)
არსენალი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 ჟირუ (36), 2:0 კოშელნი (38), 2:1 ბარკლი (44)
გაძევება: ბერი (94)
1. არსენალი - 22 ქულა; 2. სიტი - 21; 3. ვესტ ჰემი - 20; 4. მანჩესტერი - 19; 5. ლესტერი - 19.