ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელზე ძებნაა გამოცხადებული

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 21 წლის თავდამსხმელ ლუკას პიაზონზე და "ბოტაფოგოს" 22 წლის მეკარე ანდრე და სილვა ვენტურაზე ტორონტოს პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით ძებნა გამოაცხადა.

სასამართლომ ფეხბურთელების დაკავებაზე ორდერი უკვე გასცა იმ ინციდენტის გამო, რომელიც 2015 წლის 25 ივლისს პანამერიკული თამაშების დროს მოხდა, - იტყობინება Lequipe.

პოლიციის ცნობით, პიაზონი და ვენტურა პანამასთან (3:1) მატჩის შემდეგ მესამე ადგილისთვის ტორონტოს ერთ-ერთ ღამის კლუბში წავიდნენ, სადაც ორი ქალი გაიცნეს. ფეხბურთელები გოგონებთან სტუმრად წავიდნენ და ერთ-ერთი მათგანი გააუპატიურეს.

პიაზონი "ჩელსიში" 2011 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი 2017 წლამდეა
გათვლილი. მიმდინარე სეზონში ის იჯარის წესით "რედინგში" თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელისგან ვიცი, ფეხბურთელებს მეძავები ხშირად აშანტაჟებენ, ფულის ახევის მიზნით.
levan
15:45 30-10-2015
0
ვერ გავიგე გაიცნეს ,თAნ ქალებმა დაპატიჯე აბა რას უზავდნენ ტოო,რატო დაპატიჯეს საერთოდ,??იასნია მისაცემად ხოო?
giorgi
17:32 30-10-2015
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული