აბრამოვიჩმა მოურინიო "ჩელსიდან" "მონაკოში" 50 მლნ ევროდ არ გაუშვა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "მონაკოს" აქციონერმა ალესანდრო პროტომ განაცხადა, რომ ლიგა 1-ის კლუბი მზად იყო, "ჩელსისგან" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი 50 მლნ ევროდ გამოესყიდა, თუმცა ლონდონური კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩისგან უარი მიიღო.

პროტოს თქმით, "ჩელსის" პრეზიდენტი პორტუგალიელ სპეციალისტს ორჯერ უფრო ძვირად - 100 მლნ ევროდ თუ შეელევა.

ინგლისის პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ "ჩელსი" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს, მოურინიომ კი მდგომარეობის გამოსასწორებლად აბრამოვიჩისგან ორკვირიანი ვადა ოქტომბრის ბოლოს მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული