იურგენ კლოპი: თავის დროზე ბევრი სისულელე ვთქვი

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის წინ, რომელსაც "ლივერპული" ყაზანში "რუბინის" წინააღმდეგ გამართავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

- დაახლოებით 10 წლის წინ, "მაინცში" მუშაობისას გუნდი ტყეში გაუშვით, სადაც ფეხბურთელები საჭმლისა და წყლის გარეშე უნდა გადარჩენილიყვნენ. რამდენად გაამართლა ამ მეთოდმა და აპირებთ თუ არა იმავეს გაკეთებას მერსისაიდულ გუნდში?
- ძალიან საჭირო მეთოდია, მაგრამ არ მსურს "ლივერპულის" "მაინცთან" შედარება. ამასთანავე, ახლა სხვა დროა. არ უნდა იყოს არანაირი პუბლიკა, არანაირი პრესა, თუმცა ეს შეუძლებელია.

- ერთხელ თქვით, რომ "ბორუსია"
მძიმე მეტალის სტილში თამაშობს. რომელ მუსიკალურ სტილს შეიძლება მივაკუთვნოთ დღევანდელი "ლივერპული"?

- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე ბევრი სისულელე ვთქვი. ჩვენ ახლა საკუთარ მუსიკალურ სტილს ვქმნით!" - განაცხადა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული